Animal Rights
Stray Animals
Animal Exploitation in Show-Business
Hunting
Vivisection
Vegetarianism
საგანგებო ლაბორატორიებში ცხოველებზე სამეცნიერო ექსპერიმენტებს ატარებენ, რომელთა უმეტესობა ცხოველის სიკვდილით სრულდება. ცხოველთა უფლებების დაცვის მოძრაობის ერთ-ერთი მიზანია დაამკვიდროს ამგვარი ექსპერიმენტების (ვივისექციის) ალტერნატიული პროგრამა, რაც გამორიცხავს ცხოველთა სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და თავისუფლების ხელყოფას.

რატომ არის ვივისექცია გაუმართლებელი

1) ვივისექციის თვალთახედვით ცხოველები მხოლოდდამხოლოდ საექსპერიმენტო საგნებს წარმოადგენენ, რომელთაც გამოყენების შემდეგ თავიდან იცილებენ. ვივისექციას ხშირად თან ახლავს ცხოველთა ხელოვნური დასნეულება, გაკვეთა, დასახიჩრება და ნელი და მტანჯველი სიკვდილი, რაც შეიძლება ფაშისტების მიერ განხორციელებულ ესპერიმენტებს შევადაროთ. ის ფაქტი, რომ ცხოველებს არ შეუძლიათ ყოველივე ამისთვის წინააღმდეგობის გაწევა, არ ამართლებს მათს გამოყენებას ექსპერიმენტებში.

2) ადამიანები და ცხოველები განსხვავდებიან ანატომიური, გენეტიკური, იმუნოლოგიური და ფიზიოლოგიური თვალსაზრისით. მათ სხვადასხვაგვარი რეაქცია აქვთ რიგ ნივთიერებებზე. ვივისექციის დროს ცხოველებში ხელოვნურად გამოწვეული დაავადებები და ადამიანების მიერ ბუნებრივად შეძენილი დაავადებები თვისობრივად განსხვავდებიან ერთმანეთისგან. ყოველივე ეს ეჭვქვეშ აყენებს ვივისექციის შედეგების გამოყენებას ადამიანებზე.

3) მიუხედავად იმისა, რომ ვივისექციის გამოყენებით მიღწეულ იქნა გარკვეული წარმატებები მედიცინაში, რიგი ცნობილი პრეპარატების აღმოჩენა შესაძლებელი გახდა მისი გამოყენების გარეშეც. თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარება იძლევა იმის საშუალებას, რომ ვივისექცია შევცვალოთ ჰუმანური ალტერნატიული მეთოდებით.

რა შეგიძლიათ გააკეთოთ

1) თუ თქვენ სამედიცინო სასწავლებლის სტუდენტი ხართ და ამის გამო ცხოველთა გაკვეთა გიწევთ, უარი განაცხადეთ ამის გაკეთებაზე. გარკვევით დააფიქსირეთ თქვენი პოზიცია და მოითხოვეთ გაკვეთის შეცვლა ჰუმანური ალტერნატივით. თუკი ამის გამო პრობლემები შეგექმნათ, მოგვმართეთ ჩვენ.

2) არ შეიძინოთ პროდუქცია, რომელიც გამოსცადეს ცხოველებზე. გახსოვდეთ, რომ ამგვარი ექსპერიმენტები უმეტეს შემთხვევაში ცხოველთა სიკვდილით მთავრდება. იხილეთ იმ კომპანიათა სია, რომლებიც აწარმოებენ
<http://www.peta-online.org/liv/cc/cctest.html> და არ აწარმოებენ <http://www.peta-online.org/liv/cc/ccdonttest.html> თავიანთი პროდუქტების გამოცდას ცხოველებზე (ინგლისურ ენაზე).

3) გამოიყენეთ ნებისმიერი შემთხვევა, რათა დაეხმაროთ სხვებს ვივისექციის პრობლემის გაცნობიერებაში. როდესაც ამის შესაძლებლობა შეგექმნებათ, გამოხატეთ თქვენი პოზიცია
ვივისექციასთან დაკავშირებით.