>> ვინ არიან ვეგეტარიანელები
>> რატომ ხდება ადამიანი ვეგეტარიანელი
>> ელექტრონული რესურსები
ვეგეტარიანული პროდუქტები და მომსახურება საქართველოში
გარდა ჩვეულებრივი მცენარეული პროდუქტებისა, რომელთაც ჩვენ ყოველდღიურ ცხოვრებაში ვიყენებთ, საქართველოში უკვე პრობლემას არ წარმოადგენს ხორცისა და რძის ნაწარმის შემცვლელი პროდუქტების შეძენა. ქვემოთ ჩამოთვლილია ქართული და უცხოური წარმოების ვეგეტარიანული პროდუქტები:
- აგროკონსორციუმ "წეროვანის" წარმოებული ვეგეტარიანული კარაქი, ხაჭო და მაიონეზი. "წეროვანი" პირველი კომპანიაა, რომელმაც ვეგეტარიანული პროდუქტების წარმოებას ჩაუყარა საფუძველი საქართველოში. გახსოვდეთ, რომ "წეროვანი", ისევე როგორც სხვა ქვემოთჩამოთვლილი კომპანიები, ცხოველური წარმოშობის პროდუქტებსაც უშვებს, ამიტომ გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად გირჩევთ გამყიდველთან დააზუსტოთ, რომ თქვენ "სამარხვო" პროდუქტის შეძენა გსურთ. "წეროვანის" პროდუქტების შეძენა შესაძლებელია სასურსათო მაღაზიებსა და სუპერმარკეტებში, უმეტესად მარხვის პერიოდში, და ასევე ნებისმიერ დროს "წეროვანის" საფირმო მაღაზიაში მისამართზე: ხოშარაულის ქ. #25 (ელიავას ბაზრობასთან). ტელ: 34-01-35.
- კომპანია "ამალთეას" წარმოებული ვეგეტარიანული იოგურტი, არაჟანი, ხაჭო და სოიოს ფარში (ტოფუ). "ამალთეას" პროდუქტების შეძენა შესაძლებელია სასურსათო მაღაზიებსა და სუპერმარკეტებში, უმეტესად მარხვის პერიოდში, და ასევე ნებისმიერ დროს "ამალთეას" საფირმო მაღაზიაში მისამართზე: ხოშარაულის ქ. #25 (ელიავას ბაზრობასთან). ტელ: 94-18-01.
- კომპანია Pareve-ს წარმოებული ხორცის შემცვლელი "ვეჯიბურგერი" და უკრაინული კომპანია Life Foods-ის წარმოებული ხორცის შემცვლელი "ვეგეტარიანული კატლეტები". დამზადებულია ამერიკული ტექნოლოგიით. "ვეჯიბურგერისა" და "ვეგეტარიანული კატლეტების" შეძენა შესაძლებელია მხოლოდ რკინიგზის ვაგზლის ბაზრობაზე.
- რუსული კომპანია "სოიას" <http://www.assoy.ru> წარმოებული სოიოს ვეგეტარიანული რძე, რომელიც რიგ დაავადებათა პროფილაქტიკისთვის გამოიყენება და ძროხის რძის ჯანმრთელ ალტერნატივას წარმოადგენს. სოიოს რძის შეძენა შესაძლებელია რკინიგზის ვაგზლის პატარა ბაზრობაზე (პასაჟი 2000) განლაგებულ აფთიაქში "ედელვაისი". ტელ: 94-17-55.
- თუკი გსურთ მზა ვეგეტარიანული კერძები მიირთვათ, ეწვიეთ "ლოტოსს" პირველ და ერთადერთ ვეგეტარიანულ კაფეს თბილისში, რომელიც მდებარეობს თავისუფლების მოედანზე, ცეკავშირის გვერდით. "ლოტოსი" გთავაზობთ ტრადიციულ ქართულ და აღმოსავლურ კერძებს, მათ შორის სოიოსგან დამზადებულ ტრადიციულ ხორციან კერძებს. გარდა ამისა, "ლოტოსი" გამოირჩევა უაღრესად მეგობრულად განწყობილი პერსონალით და წყნარი გარემოთი.
|