ცხოველთა დაცვის მსოფლიო საზოგადოების წერილი თბილისის მერს
2009 წლის 28 იანვარს , ცხოველთა დაცვის მსოფლიო საზოგადოებამ გამოხმაურების წერილი გამოუგზავნა თბილისის მერს ბატონ გიგი უგულავას თბილისში პირველი თებერვლიდან მიმდინარე ოპერაციასთან - "ორთვიური ძაღლების წინააღმდეგ" დაკავშირებით.
დრ. ელლი ჰიბი
კომპანიონი ცხოველების დეპარტამენტის ხელმძღვანელი
ცხოველთა დაცვის მსოფლიო საზოგადოება
ლონდონი,
გაერთიანებული სამეფო
EllyHiby@wspa-international.org
Tel: +44 (0) 20-7587-5030
ბატონ გიგი უგულავას
თბილისის მერს
შარტავას 7,
თბილისი, საქართველო
28 იანვარი 2009 წელი
ძვირფასო ბატონო მერო ბატონო გიგი უგულავა,
თბილისში უპატრონო ძაღლების კონტროლის შესახებ.
მოგმართავთ ცხოველთა დაცვის მსოფლიო საზოგადოების სახელით, რომელიც წარმოადგენს ცხოველთა დამცავ ორგანიზაციებს შორის ყველაზე უფრო დიდ ალიანსს. ჩვენი მიზანია გავაუმჯობესოთ ცხოველთა კეთილდღეობა და ავღკვეთოთ სისასტიკე მსოფლიოს მასშტაბით, ვთანამშრომლობთ რა დაახლოებით 1000 წევრ ორგანიზაციასთან 150-ზე მეტ ქვეყანაში. ცხოველთა დაცვის მსოფლიო საზოგადოება არის ცხოველთა კეთილდღეობის სფეროში მომუშავე ერთადერთი ორგანიზაცია, რომელსაც აქვს საკონსულტაციო სტატუსი გაერთიანებულ ერებსა და ევროპის საბჭოში, ასევე ჩვენ ვმუშაობთ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან ქუჩის ძაღლების პოპულაციის მენეჯმენტის საკითხებზე.
ჩემს ყურამდე მოაღწია ინფორმაციამ,რომ თქვენ აპირებთ პირველი თებერვლიდან პირველ აპრილამდე ჩაატაროთ ოპერაცია მაწანწალა ძაღლების წინააღმდეგ თბილისში, რაც ნიშნავს უპატრონო ძაღლების მასობრივ კვლას. თუ ეს ჭეშმარიტად არის თქვენი განზრახვა მაშინ გთხოვთ გადაიფიქროთ.
ცხოველთა დაცვის მსოფლიო საზოგადოებას გააჩნია ძაღლების პოპულაციის მენეჯმენტში 30 წლიანი გამოცდილება და განიხილავს მაწანწალა ძაღლების მასობრივ მკვლელობას, როგორც არაუსაფრთხო და არაეფექტურ მეთოდს, რომელიც საერთოდ არ ჭრის ძაღლების ჭარბი პოპულაციის პრობლემას.
გასაგებია, რომ საქართველოში ადამიანთა შორის ცოფის შემთხვევების ყოველწლიური ზრდა, წარმოქმნის ძაღლთა პოპულაციის ეფექტური მენეჯმენტის მწვავე საჭიროებას, რათა დაცული იყოს როგორც ადამიანების ასევე ცხოველების ჯანმრთელობა. 2007 წელს, საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრმა ჩაატარა ცოფის თემისადმი მიძღვნილი კონფერენცია, რომელიც ორგანიზებული იყო ცხოველთა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის, და ევრო კავშირის მიერ. კონფერენციამ დაასკვნა, რომ საქართველოს მაწანწალა ძაღლების პოპულაციის კონტროლის მეთოდები საჭიროებენ “ცვლილებას საერთაშორისო სტანდარტების” დაკმაყოფილების მიზნით.
ჩემს წერილს თან ერთვის საერთაშორისო კომპანიონი ცხოველების მენეჯმენტის სახელმძღვანელო ძაღლების პოპულაციის ჰუმანური მენეჯმენტის შესახებ. მსოფლიო ცხოველთა დაცვის საზოგადოება მოხარული იქნება შემდგომშიც მოგაწოდოთ რჩევები თუ როგორ განავითაროთ მაწანწალათა ეფექტური კონტროლის პროგრამა, რომელიც თბილისს თანხვედრაში მოიყვანდა საერთაშორისო სტანდარტებთან. ამგვარად თბილისს შეეძლებოდა გამხდარიყო ნიმუში მთლიანად საქართველოსთვის.
კონფერენციაზე შეთანხმდნენ, რომ “ცოფის წინააღმდეგ ცხოველთა ვაქცინაცია რჩება ცოფის კონტროლის და დამარცხების საუკეთესო შესაძლებლობად. ეთიკური, ეკოლოგიური და ეკონომიკური მიზეზებიდან გამომდინარე, კონფერენციამ მიიჩნია რომ არასწორია ავადმყოფობის კონტროლის საშუალებად გამოყენებულ იქნას ცხოველთა დახოცვის კამპანიები”. და აი ახლა, დაჭერა-მოკვლის კამპანიების ჩატარება თბილისის მაწანწალა ძაღლების პოპულაციის კონტროლის და ცოფის შემთხვევების აღკვეთის მიზნით, სრულ წინააღმდეგობაში მოდის კონფერენციის მიერ შემუშავებულ და შეთანხმებულ რჩევასთან. მეტიც, ასეთი აქტივობებით თქვენ კიდევ უფრო ზრდით საფრთხეს, რომელიც ემუქრება ადამიანის ჯანმრთელობას – მტკიცებულებები, რომელსაც სამეცნიერო გამოკვლევები და დაავადებათა აღმოფხვრის პროგრამები წარმოგვიდგენენ, მიუთითებენ რომ ძაღლების მასობრივი მკვლელობა სინამდვილეში ზრდის ავადმყოფობის გადატანის შემთხვევების რაოდენობას და არეალს, რაც დაკავშირებულია ხსენებული ღონისძიებით გამოწვეულ ცხოველთა ქაოტურ გადაადგილებებთან და ძაღლთა პოპულაციის დესტაბილიზაციასთან.
დამატებით, გასათვალისწინებელია რომ ე.წ. “მაწანწალა” ძაღლების მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენენ თავისუფლად მოხეტიალე პატრონიანი ძაღლებიც. აქედან გამომდინარე, ცხოველების მასობრივი კვლა არათუ გამოიწვევს საერთაშორისო გმობას, არამედ თბილისის მოსახლეობის გაუცხოებას და მის გულაცრუებას ოფიციალურ წარმომადგენლებთან თანამშრომლობაზე მომავალ ღონისძიებებში.
ძაღლების პოპულაციის მდგრადი მენეჯმენტი, რაც ეხება როგორც პატრონიან ასევე მაწანწალა ძაღლებს, საჭიროებს საფუძვლიანი პროგრამის ჩატარებას, რომელშიც უნდა მონაწილეობდეს ყველა დაინტერესებული მხარე. 2006 წელს ცხოველთა დაცვის მსოფლიო საზოგადოებამ, ცხოველთა წინააღმდეგ სისასტიკის აღმოფხვრის საერთო სამეფო საზოგადოებასთან ერთად, დააფინანსა კვლევა ევროპის მასშტაბით ცხოველთა პოპულაციის კონტროლის პრაქტიკის შესახებ. კვლევამ აჩვენა, რომ ევროპის ქვეყნები წარმატებით ართმევენ მაწანწალა ძაღლების პოპულაციის მენეჯმენტს თავს შემდგომი ღონისძიებების გატარების გამო:
არსებობს ცხოველთა დაცვის კანონმდებლობა, რომელიც აღსრულდება ცხოველების სისასტიკისაგან და მიტოვებისაგან დაცვის მიზნით. ყველა სახლის ძაღლის რეგისტრაცია, იდენტიფიკაცია და კონტროლი სავალდებულოა.
ცხოველთა პასუხისმგებლობიანი მეპატრონეობა – ცხოველთა სტერილიზაციის და ვაქცინაციის ჩათვლით –რომელიც პროაქტიურად მხარდაჭერილი და წახალისებულია.
ადგილზეა ცხადი და ჰუმანური პოლიტიკა, რომელიც ტარდება მაწანწალა ძაღლების აყვანის და მენეჯმენტის სფეროში (რაც ნიშნავს ცხოველის აუცილებელი შენახვის გარკვეულ პერიოდს, შესაძლო შერჩევითი ევთანაზიის ჩათვლით იმ ცხოველებისათვის რომლებიც იტანჯებიან რაიმე დაავადებით ან საფრთხეს უქმნიან ადამიანთა ჯანმრთელობას, რაც ფასდება მკაცრი კრიტერიუმებით და გამოიყენება საერთაშორისო დონეზე მიღებული ევთანაზიის ჰუმანური მეთოდი).
გარდა ამისა, კომპანიონი ცხოველების გაყიდვა და შეჯვარება (ცხოველთა მაღაზიებში, ბაზრებსა და კომერციული შემჯვარებლების ტერიტორიებზე) ექვემდებარება მკაცრ რეგულაციას.
ცხოველთა დაცვის მსოფლიო საზოგადოება მოგიწოდებთ, რომ დაფიქრდეთ და რაიმე იღონოთ სწორედ ამ სტრატეგიების წარმატებით გატარებისათვის და თბილისისათვის შეიმუშავოთ პროგრამა ევროპული სტანდარტების დაცვით. ნება მიბოძეთ გავიმეორო, ცხოველთა დაცვის მსოფლიო საზოგადოება მოხარული იქნება გაგიწიოთ მხარდაჭერა რცევებით. გთხოვთ გაითვალისწინოთ ცხოველთა დაცვის მსოფლიო საზოგადოების წევრი ორგანიზაციის ცხოველთა უფლებების დაცვის კომიტეტის შემოთავაზება, გაგიწიოთ კონსულტაცია და პრაქტიკულად დაეხმარონ თბილისის ქალაქის ადმინისტრაციას. როგორც ავტორიტეტს, რომელიც პრინციპულად პასუხისმგებელია თბილისის მოქალაქეების უსაფრთხოებაზე, გთხოვთ აიღოთ კურსი ძაღლების პოპულაციის მართვის თანამედროვე, ეფექტური პროგრამის განხორციელების მიმარულებით, რომელიც ერთდროულად უზრუნველყოფს, როგორც ადამიანის ასევე ცხოველების კეთილდღეობას.
ველით თქვენს პასუხს თქვენთვის ხელსაყრელ უახლოეს დროს.
პატივისცემით,
დრ. ელლი ჰიბი
კომპანიონი ცხოველების დეპარტამენტის ხელმძღვანელი
Cc: თინათინ ჭავჭანიძე, საქართველოს ცხოველთა უფლებების დაცვის კომიტეტი, arc@animalrights.ge
ზაალ ბეგაშვილი, თბილისის საკრებულოს თავჯდომარე
უკან დაბრუნება