Animal Rights
Stray Animals
Animal Exploitation in Show-Business
Hunting
Vivisection
Vegetarianism
AMW/EDT-ის მიერ დაფინანსებული პროექტი მიკედლებულ ცხოველებს დაიცავს
აშშ–ში მოქმედი ორგანიზაცია Alice Morgan Wright/Edith Goode Trust (AMW/EDT)–ის მხარდაჭერით, "ცხოველთა უფლებების კომიტეტი" 2005 წლის ზაფხულში დაიწყებს მცირე პროექტის განხორციელებას, რომლის მიზანია მიკედლებული ცხოველების დაცვა და ქ. თბილისის საკრებულოს 2001 წლის ნოემბრის გადაწყვეტილების ამოქმედება.

პროექტის ფარგლებში, თბილისის ერთ–ერთ უბანში არსებული მიკედლებული ძაღლებისა და კატების გარკვეულ რაოდენობას ჩაუტარდება აცრები და რიგ შემთხვევებში სტერილიზაციაც. ამ პროცედურის გავლის შემდეგ მათ გაუკეთდებათ საგანგებო საყელური, რომელიც მათ გამოარჩევს სხვა ცხოველებისგან. პროექტის განხორციელების ტერიტორიაზე განთავსდება საინფორმაციო პლაკატები, სადაც ხაზგასმული იქნება, რომ ქ. თბილისის საკრებულოს მიერ 2001 წლის 7 ნოემბერს მიღებული # 9–5 გადაწყვეტილების თანახმად, "დაჭერა-იზოლაციას არ ექვემდებარებიან ორგანიზაცია-დაწესებულებებზე და საცხოვრებელ სახლებზე ე.წ. მიკედლებული ძაღლები, რომლებსაც გააჩნიათ საიდენტიფიკაციო საყელური, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ცხოველი აცრილია ცოფის საწინააღმდეგოდ და იმყოფება მობინადრეების ან თანამშრომლების მზრუნველობის ქვეშ".


უკან დაბრუნება