აშშ ჰუმანური მოპყრობის საზოგადოების (Humane Society of the United States – HSUS) მოწვევითა და მხარდაჭერით, 2005 წლის 4 აპრილიდან 9 აპრილის ჩათვლით "ცხოველთა უფლებების კომიტეტის" თავმჯდომარემ ლექსო ხუბულავამ მონაწილეობა მიიღო HSUS–ის ყოველწლიურ კონფერენციაში Animal Care Expo, რომელიც ატლანტაში (აშშ) ჩატარდა.
კონფერენციის მონაწილეები წარმოადგენდნენ მსოფლიოს 29 ქვეყანას. კონფერენციის პროგრამა მოიცავდა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა ფინანსების მოზიდვა, საკუთარ ძალებში დარწმუნება, და ცხოველთა დაცვის წარმატებული კამპანიის წარმოება. კონფერენციის მსვლელობისას მომხსენებლებს და მონაწილეებს ერთმანეთისთვის საკუთარი გამოცდილების გაზიარების, იდეების ურთიერთგაცვლის და ახალი კონტაქტების დამყარების საშუალება მიეცათ. კონფერენციის პარალელურად მიმდინარეობდა ცხოველთა დაცვასთან და უსახლკარო ცხოველთა კონტროლთან დაკავშირებული პროდუქციის გამოფენა.
დამატებითი ინფორმაცია კონფერენციის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ HSUS–ის ინტერნეტ–გვერდზე ამ მისამართზე:
http://www.hsus.org/about_us/humane_society_international_hsi/animal-care-expo/expo_2005.html