Animal Rights
Stray Animals
Animal Exploitation in Show-Business
Hunting
Vivisection
Vegetarianism
"ცხოველთა უფლებების კომიტეტის" თავმჯდომარე LA/SPCA-ს სტუმრობს
აშშ ჰუმანური მოპყრობის საზოგადოების (Humane Society of the United States – HSUS) მოწვევითა და მხარდაჭერით, 2005 წლის 29 მარტიდან 4 აპრილის ჩათვლით "ცხოველთა უფლებების კომიტეტის" თავმჯდომარემ ლექსო ხუბულავამ ერთი კვირა გაატარა ნიუ ორლეანში (აშშ), სადაც იგი გაეცნო ლუიზიანის ცხოველთა მიმართ სისასტიკის აღკვეთის საზოგადოების (Louisiana Society for the Prevention of Cruelty to Animals – LA/SPCA) მუშაობას.

ვიზიტის დროს კომიტეტის თავმჯდომარეს მასპინძლობდა საზოგადოების აღმასრულებელი დირექტორი ლორა მელოუნი, რომლის ხელმძღვანელობის პერიოდში LA/SPCA–მ კრიზისული მდგომარეობა წარმატებით დაძლია, საზოგადოებისა და ხელისუფლების ნდობა მოიპოვა და ეფექტური კამპანია წამოიწყო უსახლკარო ცხოველთა პრობლემის მოსაგვარებლად. "ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ცხოველთა დაცვის წარმატებული ორგანიზაციის მუშაობაზე ადგილზე დაკვირვების შესაძლებლობა მომეცა და ბუნებრივია ბევრი რამ ვისწავლე. ნიუ–ორლეანში მიღებული გამოცდილება საშუალებას მოგვცემს ახლებურად შევხედოთ უსახლკარო ცხოველთა პრობლემას საქართველოში და უფრო ეფექტურად ვიმოქმედოთ მის მოსაგვარებლად".

ლორა მელოუნის სტატია კომიტეტის თავმჯდომარის ვიზიტის შესახებ დაიბეჭდა გაზეთში The Times-Picayune. სტატიის ელექტრონული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ ამ მისამართზე: http://www.nola.com/enter/index.ssf?request=/picayunes/t-p/downtownpicayune/index.ssf%3f/base/news-3/111287510595410.xml&submit=INT


უკან დაბრუნება