Animal Rights
Stray Animals
Animal Exploitation in Show-Business
Hunting
Vivisection
Vegetarianism
საჩუქარი ამერიკელი მოხალისისგან
იენეი ენდრიუ მოხალისედ მუშაობს ცხოველთა დაცვის ორგანიზაციაში Paw Placement, რომელიც აშშ-ში, არიზონის შტატის ქალაქ ფენიქსში მოქმედებს. 2003 წლის აგვისტოში იენეიმ წაიკითხა ჟურნალისტ ბელინდა კუპერის სტატია უსახლკარო ცხოველთა მდგომარეობის შესახებ თბილისში და გადაწყვიტა დახმარება შეეთავაზებინა ცხოველთა უფლებების კომიტეტისთვის, რომლის საქმიანობა გაშუქებული იყო აღნიშნულ სტატიაში.

ხანმოკლე მოლაპარაკებების შემდეგ გადაწყდა, რომ იენეი დაგვეხმარებოდა თვალსაჩინო მაისურების დამზადებაში, რომლებზეც განთავსდებოდა ჩვენი ორგანიზაციის ემბლემა და ქართულენოვანი ლოზუნგი ცხოველთა უფლებების შესახებ. ცოტა ხნის შემდეგ ჩვენმა ორგანიზაციამ იენეისგან საჩუქრად მიიღო დაპირებული მაისურების კომპლექტი, რისთვისაც გვსურს მას უღრმესი მადლობა გადავუხადოთ.

იენეი ენდრიუ ამერიკის რიგითი მოქალაქეა, რომელიც საკუთარ თავისუფალ დროსა და შესაძლებლობებს ცხოველთა დაცვას უთმობს. მისი ორგანიზაცია Paw Placement ცდილობს ადგილობრივ თავშესაფრებში განთავსებულ ცხოველებს ახალი მფლობელები უპოვოს და ამგვარად ისინი ევთანაზიას გადაარჩინოს. ახალ მფლობელებს ასევე პოულობენ იმ ცხოველებისთვის, რომელთა მოვლა და შენახვა მათ ამჟამინდელ მფლობელებს აღარ ძალუძთ. იენეის საჩუქარი კარგი მაგალითია იმისა, რომ თუნდაც ერთ ადამიანს შეუძლია საკუთარი მოკრძალებული დახმარებით შეცვალოს არსებული სიტუაცია. იენეის მიერ გადმოცემული მაისურები საშუალებას მოგვცემს საზოგადოების ყურადღება მივაპყროთ იმ ფაქტს, რომ ცხოველებს გააჩნიათ თანდაყოლილი თავისუფლება, რომელსაც არ უნდა ზღუდავდეს ადამიანის თავისუფლება.


უკან დაბრუნება