>> ახალი ამბები
მოსკოვში კორიდის ჩატარება აიკრძალება
მოსკოვში გამომავალი ყოველდღიური გაზეთი მოსკოვსკი კომსომოლეცი იუწყება, რომ მოსკოვის მერი, იური ლუჟკოვი მოსკოვში კორიდის ჩატარების აკრძალვის ინიციატივით გამოდის. ინიციატივის თანახმად, რომელსაც ამჟამად მოსკოვის საქალაქო დუმა განიხილავს, კორიდის ორგანიზატორებს დიდი ოდენობით ჯარიმა დაეკისრებათ.
ვრცლად
პირს ბროსნანი ვეშაპებს იცავს
მსახიობი პირს ბროსნანი შეუერთდა ცხოველთა დაცვის საერთაშორისო ფონდის (
IFAW) კამპანიას ვეშაპების ხოცვის წინააღმდეგ. ფონდის ინტერნეტ-გვერდიდან ბროსნანი თანამოაზრეებს მოუწოდებს წერილობით მიმართონ ისლანდიის, ნორვეგიის და იაპონიის მთავრობებს და მოითხოვონ ამ ქვეყნების მიერ ვეშაპების ხოცვის შეწყვეტა. ინტერნეტ-გვერდზე მოთავსებულია შეტყობინების ელექტრონული ფორმები, რომელთა გამოყენებით შესაძლებელია ელექტრონული საპროტესტო წერილების გაგზავნა ისლანდიის, ნორვეგიისა და იაპონიის საელჩოების მისამართებზე.
ვრცლად
უსახლკარო ცხოველთა დაცვის დღე საქართველოში
შაბათს, 16 აგვისტოს, ცხოველთა დაცვის აქტივისტებმა მთელს მსოფლიოში აღნიშნეს უსახლკარო ცხოველთა დაცვის დღე, რომელიც 1992 წელს დააწესა ცხოველთა უფლებების საერთაშორისო საზოგადოებამ (
ISAR). ამ დღის მიზანია უსახლკარო ცხოველთა პრობლემებისადმი საზოგადოების ყურადღების მიპყრობა და ცხოველთა სტერილიზაციის პოპულარიზაცია.
ვრცლად
სტატია LA Weekly- ში
ვრცლად
"ინტერნიშის" ფილმი ჰუმანური განათლების შესახებ ქართულად ითარგმნება
"ინტერნიშის" (ჰუმანური განათლების საერთაშორისო ქსელი) ფინანსური დახმარებითა და ხელშეწყობით, ცხოველთა უფლებების კომიტეტის წევრი და "ინტერნიშის" კოორდინატორი საქართველოში ირინა წირქვაძე აპირებს გამოუშვას "ინტერნიშის" ფილმის ქართული ვარიანტი.
ვრცლად
პრიზი ინტერნეტ-გვერდისთვის
ამა წლის 9 დეკემბერს ცხოველთა უფლებების კომიტეტის ოფიციალურმა ინტერნეტ-გვერდმა მესამე ადგილი დაიკავა ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" (სოროსის ფონდი) მიერ ორგანიზებულ ვებ კონკურსში. ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც კომიტეტის ინტერნეტ-გვერდი მესამე ადგილს იკავებს ამ ვებ კონკურსში.
ძაღლებისა და კატების შენახვის წესები
(გეა. 9 ნოემბერი, 2001 წ.) თბილისის საკრებულომ დედაქალაქის ტერიტორიაზე ძაღლების, კატებისა და მტაცებელი ცხოველების შენახვის წესის შესახებ იმსჯელა. კერძოდ, დადგინდა, რომ ძაღლების შენახვა შესაძლებელია მხოლოდ იზოლირებულ ტერიტორიაზე, კომუნალურ ბინებში მცხოვრებლებს შეიძლება ჰყავდეთ მხოლოდ ერთი ძაღლი ან კატა.
ვრცლად
ჯილდო ჰუმანური რეკლამისთვის
2 ნოემბერი, 2001 წ. კომპანიებს "ვოლვო", "ფოლკსვაგენ" და "ლენდ როვერ" მიენიჭათ ცხოველთა ეთიკური მოპყრობის ასოციაციის (PETA, აშშ) საგანგებო ჯილდო, რომლის მიზანია წაახალისოს კომპანიების მიერ ცხოველთა დადებითი მხრით წარმოჩენა.
ვრცლად
ცხოველთა კონტროლის არსებული მექანიზმი უნდა შეიცვალოს
ქალაქ თბილისის ხელისუფლება იმ დასკვნამდე მიდის, რომ ცხოველთა კონტროლის საკითხი ერთი ორგანოს კომპეტენციის ქვეშ უნდა მოექცეს.
ვრცლად