|
>> პრეს-ცენტრი
ჩვენ ვითვალისწინებთ მასობრივი ინფორმაციის საშუალებების დიდ როლს
საზოგადოების წინაშე მდგარი პრობლემების მოგვარებაში და მივიჩნევთ,
რომ ნებისმიერი წამოწყების წარმატება გარკვეულწილად დამოკიდებულია
საინფორმაციო მხარდაჭერაზე. ჩვენი სურვილია მჭიდროდ ვითანამშრომლოთ
მას-მედიასთან, რაც საშუალებას მოგვცემს საზოგადოების ყურადღება მივაპყროთ
ცხოველთა დაცვის პრობლემებს.
ამასთან დაკავშირებით მზად ვართ მასობრივი ინფორმაციის ნებისმიერ საშუალებას
უფასოდ, რეგულარულად მივაწოდოთ ახალი ამბები ცხოველთა დაცვის სფეროში
მისთვის მოსახერხებელი საკომუნიკაციო საშუალებით, ელექტრონული ფოსტისა
და ფაქსის ჩათვლით. შერჩეული იქნება მხოლოდ იმგვარი ინფორმაცია, რომელიც
გარკვეულწილად დაკავშირებულია საქართველოსთან ან ახლო მეზობელ ქვეყნებთან,
იმ საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობასთან, რომელთაც გააჩნიათ
წარმომადგენლობა საქართველოში, ცნობილ ადამიანებთან, ან საზოგადოებისთვის
პრობლემატურ საკითხებთან.
თუკი ჩვენმა წინადადებამ დაგაინტერესათ, გამოგვეხმაურეთ. ჩვენი საკონტაქტო
ინფორმაციაა:
ცხოველთა უფლებების კომიტეტი
ბარნოვის ქ. #9, ბინა 6,
380008, თბილისი
ტელ: 877 46-91-97
ელფოსტა: arc@animalrights.ge
ინტერნეტი: http://www.animalrights,ge
|