Animal Rights
Stray Animals
Animal Exploitation in Show-Business
Hunting
Vivisection
Vegetarianism
ცხოველთა უფლებების კომიტეტი წარმოგიდგენთ მხატვარ გიორგი ახვლედიანის მიერ გაფორმებული ბარათების გამოფენა-გაყიდვას ინტერნეტში. მხატვრული ნიჭის გარდა გიორგი იმითაც გამოირჩევა, რომ მან საქართველოში პირველი უსახლკარო კატების თავშესაფარი მოაწყო ღია ცის ქვეშ განლაგებულ თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში, სადაც იგი მუშაობს და იმავდროულად უსახლკარო კატებს უვლის.

გიორგის თქმით, "კატები ძალზედ მგრძნობიარე არსებები არიან. გულსატკენია, როდესაც ქუჩაში ვხედავ მიტოვებულ და უსახლკარო კატებს. ამ თავშესაფრის წყალობით შევხვდი ადამიანებს, რომლებიც მოდიან და მეხმარებიან კატების მოვლაში, ან მათი პატრონები ხდებიან".

ამ ინტერნეტ-გამოფენის მიზანია გიორგის უსახლკარო კატების თავშესაფრისთვის თანხებისა და სხვა შემოწირულობების მოზიდვა. თქვენი შენაძენით უშუალოდ დაეხმარებით უსახლკარო კატებს - გაყიდვიდან მიღებული შემოსავლის 70% თავშესაფარს მოხმარდება.

ამ მაღალხარისხოვანი ბარათების თითოეული კომპლექტის ღირებულებაა 15 აშშ დოლარი ან ექვივალენტი ლარებში. ბარათების შესაკვეთად შეავსეთ დაკვეთის ფორმა და შენაძენს უფასოდ მოგართმევთ ადგილზე თბილისის ფარგლებში.

გმადლობთ.

დააჭირეთ პატარა ბარათს გადიდებული ვარიანტის სანახავად.
შეკვეთის განთავსება >>

უახლოეს მომავალში ჩვენს გამოფენა-გაყიდვას შემოემატება გიორგი ახვლედიანის ორიგინალური ნამუშევრები, რომელთა გაყიდვით მიღებული შემოსავლის 70% იმავე უპატრონო კატების თავშესაფარს მოხმარდება.