ცხოველთა უფლებების კომიტეტი არის თბილისში მოქმედი არასამთავრობო,
არაკომერციული ორგანიზაცია, რომლის მიზანია ცხოველთა უფლებების დაცვა
და ცხოველთა მოპყრობის ჰუმანური და ეთიკური სტანდარტების დამკვიდრება
საქართველოში. ცხოველთა უფლებების კომიტეტი წარმოადგენს მსოფლიოს
ცხოველთა დაცვის საზოგადოების ( World Society for the Protection
of Animals ) წევრ ორგანიზაციას საქართველოში.
ცხოველთა უფლებების კომიტეტს მართავს მოხალისეთა ჯგუფი, რომელნიც
თავიანთ თავისუფალ დროსა და შესაძლებლობებს ცხოველთა უფლებების დაცვას
უთმობენ. ჩვენი სურვილია ვითანამშრომლოთ ნებისმიერ დაინტერესებულ
ორგანიზაციასთან ან კერძო პირთან, რომელიც იზიარებს ჩვენს მიზნებსა
და იდეებს, ან სურს მიიღოს ცხოველთა უფლებებთან დაკავშირებული ინფორმაცია.
მოხარული ვიქნებით გიხილოთ ჩვენს გვერდით!